Accessibility links

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დღეს ბელორუსიელ დისიდენტებს შეხვდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დღეს ბელორუსიელ დისიდენტებს შეხვდა.
შეხვედრა ვილნიუსში გაიმართა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კულუარებში. რაისმა დისიდენტებს უთხრა, რომ ვაშინგტონი აღფრთოვანებულია მათი სიმამაცით და თავდადებით. [რაისის ხმა] "ბელორუსიის მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თვალყურს ადევნებს მის მოქმედებას. ეს არ არის ბნელი კუთხე, რომელშიც მოვლენები შეიძლება ვითარდებოდეს სხვებისთვის შეუმჩნევლად, ისე, თითქოს ბელორუსია არ იყოს ევროპის კონტინენტის ნაწილი." გუშინ რაისმა განაცხადა, რომ ბელორუსიაში "ჭეშმარიტად დიქტატორული რეჟიმი" მეფობს და რომ იგი უნდა შეიცვალოს. ამის პასუხად ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიქტორ გაისონაკმა დღეს თქვა, რომ ბელორუსია არ არის რომელიმე გარეშე ძალის თამაშის ნაწილი. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ იგი ეწინააღმდეგება ბელორუსიაში რეჟიმის ძალით შეცვლას.
XS
SM
MD
LG