Accessibility links

logo-print

უკრაინის შემადგენლობაში შემავალ ყირიმის ავტონომიურ


უკრაინის შემადგენლობაში შემავალ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს.

უკრაინის შემადგენლობაში შემავალ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს.
როგორც ჩვენი კიეველი კორესპონდენტი იტყობონება, ყირიმის პარლამენტმა ამ თანამდებობაზე წუხელ აირჩია ანატოლი მატვიენკო. პარტია სობორის თავმჯდომარის ანატოლი მატვიენკოს კანდიდატურა უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქორ იუშჩენკომ წამოაყენა. სობორი უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს საპარლამენტო ბლოკის შემადგენლობაში შედის. არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ყირიმის პარლამენტმა მიიღო ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სერჰი კუნიცინის გადადგომა. კუნიცინი ყირიმის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2002 წლიდან ეკავა. გარდა ამისა, კუნიცინი პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას მრჩეველი იყო 2001-2002 წლებში.
XS
SM
MD
LG