Accessibility links

logo-print

რუსეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტებმა ვლადიმირ


რუსეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ

რუსეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ
ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის შესახებ. რუსეთისა და ბელორუსიის საკავშირო ქვეყნის სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს მოსკოვში გაიმართა, მიღებულ იქნა, აგრეთვე, 2005 წლის ბიუჯეტი და პროგრამა საგარეო პოლიტიკის სფეროში. ლუკაშენკოს თქმით, დამტკიცებულ იქნა იმ კომისიის ახალი შემადგენლობა, რომელიც საკავშირო სახელმწიფოს კონსტიტუციის შექმნაზე მუშაობს. რაც შეეხება ერთიანი ვალუტის შემოღებას, ამ საკითხში მხარეებმა, როგორც ჩანს, თანხმობას ვერ მიაღწიეს.
XS
SM
MD
LG