Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ძიუნიტირო კოიძუმიმ ბოდიში


იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ძიუნიტირო კოიძუმიმ ბოდიში მოიხადა იმ დანაშაულებისთვის,

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ძიუნიტირო კოიძუმიმ ბოდიში მოიხადა იმ დანაშაულებისთვის,
რომელიც იაპონიამ მეორე მსოფლიო ომის დროს აზიის ქვეყნებში ჩაიდინა. დღეს კოიძუმიმ სიტყვა წარმოთქვა ჯაკარტაში, სადაც მიმდინარეობს აზიისა და აფრიკის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა. პასუხად ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიუ ჯაო ცინმა განაცხადა: [ლიუ ჯაო ცინის ხმა] "იაპონიამ თვალი უნდა გაუსწოროს ისტორიას, გამოიჩინოს სითამამე და ობიექტურობა, რათა სამომავალოდ უზრუნველყოს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალური განვითარება ჩვენი ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოს ხალხთა საკეთილდღეოდ." ხვალ, სამიტის კულუარებში, კოიძუმი ჩინეთის ლიდერს, ჰუ ძინტაოს შეხვდება. შეხვედრის მიზანია, განმუხტოს ორი ქვეყნის ურთიერთობაში გაჩენილი დაძაბულობა.
XS
SM
MD
LG