Accessibility links

მეათე სტუდია


588-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 588-ე გამოშვებას. ჩვენი დღევანდელი გამოშვების სტუმარია ნეიროეპიდემიოლოგი ალექსანდრე ცისკარიძე, რომელსაც შეერთებული შტატების ნევროლოგიური აკადემიის პრემია მიენიჭა; ვისაუბრებთ პოპულარული რესტორან მაკდონალდსზე, რომელმაც ამ დღეებში 50 წლის იუბილე იზეიმა. პროგრამას დაასრულებს ინტერვიუ მწერალსა და რეჟისორთან, რევაზ გაბრიაძესთან, რომელიც თავის პრაღულ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.
რეზო გაბრიაძის საყვარელ პრაღაში პროგრამას ბიძინა რამიშვილი უძღვება.


ქართველი ნეიროქირურგის საერთაშორისო აღიარება

ბიძინა რამიშვილი:
ქართული ნევროლოგიური სკოლის უნიკალურ მიღწევად უნდა მივიჩნიოთ აკადემიკოს სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ალექსანდრე ცისკარიძისთვის ამერიკის ნევროლოგიური აკადემიის მიერ ბრიუს შიონბერგის სახელობის პრემიის მინიჭება ნეიროეპიდემიოლოგიის დარგში.
ქართველი ლაურეატი ამ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა აშშ-დან, სადაც მას აღნიშნული პრემია გადაეცა.
ალექსანდრე ცისკარიძეს ჩვენი თბილისელი კოლეგა გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

იხ. აუდიოვერსია.


რესტორანი მაკდონალდსი 50 წლისაა

ბიძინა რამიშვილი:
როგორ ფიქრობთ, რა აქვს საერთო სამ სიმბოლოს, რომელთაც ახლა ჩამოვთვლი: ჯვარცმას, ოლიმპიურ რგოლებსა და მაკდონალდსის სამარკო ნიშანს? მარკეტინგის ექსპერტებსა და მათ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს თუ ვენდობით, საერთო ამ რელიგიური, სპორტული და კულინარული შინაარსით დატვირთულ გამოსახულებებში - მათი ამოცნობის ხარისხში უნდა ვეძიოთ: დღევანდელი მსოფლიოს მკვიდრთათვის ყველაზე კარგად ცნობილი ვიზუალური სიმბოლოებია სწორედ ქრისტიანული ჯვარი, ოლიმპიური რგოლები და მაკდონალდსის სამარკო ნიშანი... ამ ინფორმაციის ინტერპრეტაცია - თქვენთვის, მსმენელისთვის მოგვინდვია. ჩვენ კი ახლა მაკდონალდსზე ვისაუბრებთ. რესტორანთა ქსელს, რომელიც მთელს მსოფლიოშია გავრცელებული - გნებავთ: რომელშიც მთელი მსოფლიოა გაბმული - ამ დღეებში 50 წელი შეუსრულდა. ამ თარიღს დღევანდელ მეათე სტუდიაში ორი სიუჟეტი ეძღვნება: ჯერ პრაღაში გიწვევთ, სადაც მაკდონალდსის წარმატების საიდუმლოს ამოცნობას მარიამ ჭიაურელი შეეცადა.

იხ. აუდიოვერსია.


რესტორანი მაკდონალდსი საქართველოში

ბიძინა რამიშვილი:
ახლა კი ვნახოთ, როგორია მაკდონალდსის ბედი საქართველოში. თბილისში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წლის 5 ნოემბერს გაიხსნა. მთელი კვირის მანძილზე თბილისელები მორჩილად იდგნენ გრძელ რიგში, რათა მაკდონალდსში მოხვედრილიყვნენ. საზოგადოების ერთი ნაწილის მოსაზრების მიუხედავად, ქართული სამზარეულოს გვერდით ჰამბურგერის და ჩიზბურგერის „მუშტარი“ ბევრი არ იქნებაო, თბილისელების საკმაოდ დიდი ნაწილი მაკდონალდსში დღემდე დიდი სიამოვნებით დადის. თამარ ჩიქოვანი თბილისში მაკდონალდსის რესტორნების ქსელის შექმნის ისტორიაზე გიამბობთ.

იხ. აუდიოვერსია


ინტერვიუ რეზო გაბრიაძესთან

ბიძინა რამიშვილი:
მოცარტის 38-ე სიმფონიით, რომელიც "პრაღული სიმფონიის" სახელით არის ცნობილი, კვლავ ჩეხეთის დედაქალაქში გადმოვინაცვლებთ. ჩვენი დღევანდელი პროგრამის კიდევ ერთი სტუმარი გახლავთ ცნობილი მწერალი და რეჟისორი რეზო გაბრიაძე, რომელიც თავის ახალ პიესაზე სამუშაოდ იყო ჩამოსული რამდენიმე კვირით.
მაგრამ, როგორც თავად ამბობს, პრაღაში იგი არა მხოლოდ ახალმა პროექტმა ჩამოიყვანა. მას თავად ქალაქი, მისი თავისებურებები, მისი სახე აინტერესებდა.
იმ დღეებში თავად ვიყავი იმის მოწმე, თუ როგორ შეუძლია გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს ახლებურად დაინახოს და დაგანახოს ქალაქი, რომელშიც მრავალი წელი გაატარე და რომლისგანაც სიურპრიზებს თითქმის აღარ მოელი.
ჩვენმა ერთ-ერთმა გასეირნებამ პრაღის მთავარ მოედანზე, რატუშის წინ მიგვიყვანა. სწორედ იქ შედგა ინტერვიუ, რომელსაც ახლა გთავაზობთ და რომელშიც, რა თქმა უნდა, პრაღის თემა დომინირებს.

იხ. აუდიოვერსია.

ბიძინა რამიშვილი:
რეზო გაბრიაძესთან ინტერვიუთი, პრაღის ზარების რეკვით და მოცარტის "პრაღული სიმფონიით" ვასრულებთ ჩვენს რადიოჟურნალს, "მეათე სტუდიას", რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და ბიძინა რამიშვილმა.

[მუსიკა]

გადაცემას ბიძინა რამიშვილი უძღვებოდა. პრაღაში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა იულია საიკო თბილისის ბიუროში კი - ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG