Accessibility links

აზერბაიჯანის, მოლდავეთის, უკრაინისა და საქართველოს


აზერბაიჯანის, მოლდავეთის, უკრაინისა და საქართველოს ლიდერები დღეს "დემოკრატიულ სახელმწიფოთა კავშირის"

აზერბაიჯანის, მოლდავეთის, უკრაინისა და საქართველოს ლიდერები დღეს "დემოკრატიულ სახელმწიფოთა კავშირის"
შექმნაზე შეთანხმდნენ. ალიანსის შექმნაზე მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში რეგიონული ორგანიზაციის - "სუუამის" სამიტზე შეკრებილი პრეზიდენტები შეთანხმდნენ. ამ სამიტს არ ესწრებოდა უზბეკეთის წარმომადგენელი. მეთვალყურის სტატუსით ესწრებოდნენ ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი და რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ. კიშინიოვისავე შეხვედრაზე სუუამის წევრი ოთხი ქვეყნის, რუმინეთისა და ლიტვის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას "დემოკრატიის, განვითარებისა და სტაბილურობისვის", რომლითაც რუსეთს საქართველოდან და სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ბაზების გატანისკენ მოუწოდეს. რუსეთის ბაზებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სუუამის სამიტზე განაცხადა: [სააკაშვილის ხმა] "რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოში იმყოფება ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და ეს არ ემსახურება არც რუსეთის და არც საქართველოს ინტერესებს, არც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას და არც რეგიონულ უსაფრთხოებას. იმედი გვაქვს მოსკოვის სამიტამდე შევძლებთ შეთანხმებას რუსეთის სამხედრო ბაზების ცივილიზებული, ეტაპობრივი, მაგრამ საბოლოო გაყვანის პირობებზე". სამიტზევე სააკაშვილმა იწინასწარმეტყველა, რომ ბელორუსია იქნება შემდეგი ქვეყანა, რომელიც ისეთივე დემოკრატიული ცვლილებების მოწმე გახდება, როგორისაც არც ისე დიდი ხნის წინ საქართველო და უკრაინა გახდნენ.
XS
SM
MD
LG