Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და ბელორუსიის კავშირი კიდევ


რუსეთისა და ბელორუსიის კავშირი კიდევ ერთმა ღონისძიებამ გაამყარა: მოსკოვში გამართულ სხდომაზე

რუსეთისა და ბელორუსიის კავშირი კიდევ ერთმა ღონისძიებამ გაამყარა: მოსკოვში გამართულ სხდომაზე
რუსეთ-ბელორუსიის უზენაესმა სახელმწიფო საბჭომ დაამტკიცა კავშირის საგარეო პოლიტიკა. საბჭოს სხდომას ორივე ქვეყნის პრეზიდენტები: ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი ესწრებოდნენ. ერთობლივი საგარეო პოლიტიკის დეტალები უცნობია, თუმცა, პუტინიცა და ლუკაშენკოც აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ბარიერების გაუქმებას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაში. პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც კავშირის ქონების სტატუსი განისაზღვრა. ლუკაშენკოს თანახმად, მიმდინარე წელს რუსეთი და ბელორუსია ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც ორი ქვეყნის საპენსიო, ჯანდაცვისა და საგადასახადო სისტემების მუშაობას დაარეგულირებს.
XS
SM
MD
LG