Accessibility links

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების


გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების ხელმძღვანელი ლუიზ არბორი უკმაყოფილოა კომისიის

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების ხელმძღვანელი ლუიზ არბორი უკმაყოფილოა კომისიის
ყოველწლიური ექვსკვირიანი სხდომის შედეგებით. არბორს დაუჯერებლად მიაჩნია ის, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უზენაესი კომისიის მხრიდან განსაკუთრებულ შემოწმებას მხოლოდ ოთხი ქვეყანა: კუბა, ბირმა, ჩრდილოეთი კორეა და ბელორუსია იმსახურებენ. ლუიზ არბორი სამხედრო დანაშაულთა საერთაშორისო ტრიბუნალის ყოფილი პროკურორია. ეს მისი პირველი სხდომაა კომისიის თავმჯდომარის პოსტზე. არბორმა სხდომის მონაწილეებს კოფი ანანის იმ რეკომენდაციის მიღებისკენ მოუწოდა, რომელიც გაეროს წევრი ყველა ქვეყნის მდგომარეობის პერიოდულად შემოწმებას გულისხმობს. გაეროს გენერალური მდივანიც უკმაყოფილოა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის მუშაობით და მისი წევრების რაოდენობის შემცირების მომხრეა.
XS
SM
MD
LG