Accessibility links

logo-print

უკრაინის ეკონომიკური უწყების ხელმძღვანელები მოსახლეობას


უკრაინის ეკონომიკური უწყების ხელმძღვანელები მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. უკრაინელები

უკრაინის ეკონომიკური უწყების ხელმძღვანელები მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. უკრაინელები
დოლარის გაიაფებამ შეაშფოთა. ხუთშაბათს უკრაინის ეროვნულმა ბანკმა იქაური ეროვნული ვალუტის – ჰრივნის კურსი დოლართან მიმართებაში აწია და ამით საგონებელში ჩააგდო ისინი, ვინც დანაზოგს დოლარში ინახავს. უკრაინის ეკონომიკის მინისტრი სერჰი ტერიოხინი აცხადებს, რომ ვითარება არ გაუარესდება და ეროვნული ბანკი შეძლებს ჰრივნის არსებული კურსის წლის ბოლომდე შენარჩუნებას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვოლოდიმირ სტელმახი ჰრივნის გაძვირებაზე პასუხისმგებლად აცხადებს თავს და ირწმუნება, რომ ძლიერი ჰრივნა უკრაინელთა კეთლიდღეობის საწინდარია.
XS
SM
MD
LG