Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტროს კრწანისის ეროვნულ სასწავლო


თავდაცვის სამინისტროს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში შაბათს ახალი ქართულ-ამერიკული

თავდაცვის სამინისტროს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში შაბათს ახალი ქართულ-ამერიკული
"სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების პროგრამა" გაიხსნა ახალ პროგრამას პირველად ქუთაისის მეორე ქვეითთა ბრიგადის 23-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა გაივლის და მასში მონაწილეობას მიიღებს 35 წლამდე ასაკის 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. წვრთნებს, რომელიც 9 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ამერიკელი ქვეითები უხელმძღვანელებენ. ისინი ქართველ სამხედროებს ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად მოამზადებენ.
ქართულ-ამერიკული შეთანხმების თანახმად , "სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების პროგრამის" მიზანს საქართველოს სამხედრო ძალების პოტენციალის გაზრდა, კავკასიის რეგიონში და მთელ მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცება და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური მხარდაჭერა წარმოადგენს
XS
SM
MD
LG