Accessibility links

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების


შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ქრთამის აღების ფაქტზე საკუთარ კაბინეტში დააკავეს მარნეულის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე ყადიმა ნაცვლიშვილი. მას ქრთამის სახით 500 დოლარის არება უმტკიცდება. სისხლის სამართლის საქმეს საქართველოს გენერალური პროკურატურა იძიებს. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე კვირაში ქრთამის აღების ფაქტზე უკვე მეორე მოსამართლე დააკავეს. პირველი მათგანი იყო ყაზბეგის რაიონის სასამართლოს მოსამართლე გიორგი გუგუნაშვილი, რომელმაც ერთ-ერთი მოქალაქისთვის გარკვეული შეღავათის გაწევის მოტივით, ქრთამის სახით 1000 დოლარი აიღო.
XS
SM
MD
LG