Accessibility links

ერაყში შაბათს ახალი თავდასხმები მოხდა


ერაყში შაბათს ახალი თავდასხმები მოხდა

ერაყში შაბათს ახალი თავდასხმები მოხდა
ბაღდადის გარეუბანში გზაზე დამონტაჟებული ნაღმების აფეთქების შედეგად სამხედრო კოლონაში მყოფი სულ მცირე რვა ერაყელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 20 - დაჭრილია. კიდევ ერთი ნაღმი ბაღდადის აეროპორტისკენ მიმავალ გზატკეცილზე მოვიდა მოქმედებაში. აფეთქების შედეგად ერთი ადამაინი დაიღუპა. დაჭრილთა შორის არიან ერაყელი და ამერიკელი სამხედროები. წინა დღით, ერაყის დედაქალაქში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე - დაიჭრა. უცნობი ერაყული დაჯგუფება, რომელსაც მარტიდან მოყოლებული სამი რუმინელი ჟურნალისტი და ამერიკელი თარჯიმანი ჰყავს შეპყრობილი, იმუქრება, რომ სიკვდილით დასჯის მძევლებს, თუკი ოთხი დღის განმავლობაში რუმინეთის მთავრობა არ გაიყვანს ჯარებს ერაყიდან.
XS
SM
MD
LG