Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის მკვიდრი, 21 წლის ლაშა


გალის მკვიდრი, 21 წლის ლაშა რიგვავა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით,

გალის მკვიდრი, 21 წლის ლაშა რიგვავა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით,
ახლო მანძილიდან არის მოკლული.მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის სამშვიდობო ძალების უფროსი ლეიტენანტი მირინოვი კი სოხუმშია გადაყვანილი. ამის შესახებ დღეს სახელმწიფო კანცელარიაში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის აპარატის უფროსმა გიგი უგულავამ განაცხადა.პრეზიდენტის აპარატის უფროსის ინფორმაციით, ორი დღის წინ მირონოვმა ლაშა რიგვავა გალი-ოჩამჩირის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე სამშვიდობო ძალების 108-ე საგუშაგოსთან ესროლა. უგულავას მტკიცებით, მირინოვი მთვრალი იყო. ლაშა რიგვავას მკვლელობასთან დაკავშირებით დღეს საქართველოში რუსეთის საელჩოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და აფხაზეთიდან დევნილებმა. ისინი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების შეყვანის შემდეგ აფხაზეთში 2000-ზე მეტი მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG