Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დღეს ძალადობის სხვადასხვა აქტის


ერაყში დღეს ძალადობის სხვადასხვა აქტის მსხვერპლი 30-მდე ადამიანი გახდა.

ერაყში დღეს ძალადობის სხვადასხვა აქტის მსხვერპლი 30-მდე ადამიანი გახდა.
ბაღდადში, შიიტების უბანში - შულაში 15 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა აფეთქების შედეგად. კიდევ 15 დაიღუპა ერაყის სხვადასხვა ქალაქში მსგავსი აქტების დროს.
ქალაქ ტიკრითში აფეთქებას 7 კაცი შეეწირა, ათეულობით დაიჭრა. აფეთქება მანქანაში მოხდა, რომელიც პოლიციის აკადემიასთან იდგა.
ბაღდადის ჩრდილოეთში თავდასხმა მოაწყვეს პარლამენტის სუნიტ წევრზე, მიშან ჯაბურიზე, რომელიც გადარჩა.
ერაყის დიდმა აიათოლამ ალი სისტანიმ დღეს გულისწყრომა გამოხატა მთავრობის შექმნის ვადის გადადების გამო და განაცხადა, რომ სუნიტი პოლიტიკოსებიც უნდა შეიყვანონ მთავრობაში. შიიტების, სუნიტების და ქურთების დავა ძალაუფლების განაწილების გამო მთავრობის ჩამოყალიბებას ერაყში ხელს უშლის.
XS
SM
MD
LG