Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში ფედერალური სათათბიროს წინაშე ყოველწლიური სიტყვით

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში ფედერალური სათათბიროს წინაშე ყოველწლიური სიტყვით
გამოვიდა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი თავად გადაწყვეტს როგორ განავითაროს დემოკრატია. რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მთავრობის უმთავრეს გეოპოლიტიკურ ამოცანას რუსეთის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება წარმოადგენს: [პუტინის ხმა] "დემოკრატიული პროცედურების განვითარება არ შეიძლება მოხდეს მართლწესრიგის, არც ასე ძნელად მიღწეული სტაბილურობის, არც მტკიცედ განსაზღვრული ეკონომიკური კურსის ფასად. აქ ვხედავ დემორკატიისკენ სავალი ჩვენს მიერ არჩეული გზის თავისებურებას. და ამიტომაც ჩვენ წინ ვივლით, მხოლოდ ჩვენი საშინაო, ჩვენი საკუთარი ვითარების გათვალისწინებით, მაგრამ აუცილებლად დავეყრდნობით კანონსა და კონსტიტუციურ გარანტიებს". რუსეთის პრეზიდენტმა გააფრთხილა ოლიგარქები თავიანთი კორპორატიული ინტერესები საზოგადოების ინტერესების უგულვებელყოფის ფასზე არ ააგონ და იქვე დასძინა, რომ არც საგადასახადო უწყებებს აქვთ ბიზნესის ტერორიზების უფლება.
XS
SM
MD
LG