Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს კოდორის ხეობის მოსახლეობისგან დაკომპლექტებულ რაზმ "მონადირის" გაუქმებას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს კოდორის ხეობის მოსახლეობისგან დაკომპლექტებულ რაზმ "მონადირის" გაუქმებას.
სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ რაზმის მხოლოდ შემცირებას და იარაღის აღრიცხვას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ლევან ნიკოლეიშვილმა დღეს გორში ახალწვეულების ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ. ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, "მონადირე" ჩვეულებრივად გააგრძელებს ფუნქციონირებას. რაზმ "მონადირეში" კოდორის ხეობის 350 მცხოვრებია გაერთიანებული. რაზმის გაუქმების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ხეობაში ვითარების დაძაბვა გამოიწვია. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში და ხეობის უსაფრთხოების საკითხებში ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლობაში ადანაშაულებდა.
XS
SM
MD
LG