Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაიწყო


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაიწყო 4-დღიანი ტურნე ახლო აღმოსავლეთში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაიწყო 4-დღიანი ტურნე ახლო აღმოსავლეთში.
პუტინი რუსეთის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ისრაელს ეწვევა. პუტინი თავდაპირველად ქაიროში ჩავიდა, სადაც გამართავს მოლაპარაკებას ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან. მოლაპარაკების თემებია, კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ვითარება ერაყში, ლიბანსა და სირიაში, ასევე ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო პროცესის განახლებისაკენ მიმართული ძალისხმევა. ისრაელში პუტინი ხვალ ჩადის და პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს ხვდება, შემდეგ კი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ რამალას მიაშურებს და შეხვდება პალესტინელების ლიდერს, მაჰმუდ აბასს.
XS
SM
MD
LG