Accessibility links

logo-print

კოკისპირული წვიმებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას


კოკისპირული წვიმებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა

კოკისპირული წვიმებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა
სარეზერვო ფონდიდან და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით გეგმავს. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა აღადგენს ყველა კომუნიკაციას და უსახლ-კაროდ დარჩენილ მოსახლეობას გასაჭირში არ მიატოვებს. როგორც ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, ზარალი მთავრობის სარეზევრო ფონდიდან დაიფარება. ასევე, მთავრობა პარლამენტს საქართველოს ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების პროექტსაც წარუდგენს.
XS
SM
MD
LG