Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის ხეობაში მოქმედ რაზმ ”მონადირის”


კოდორის ხეობაში მოქმედ რაზმ ”მონადირის” წევრები

კოდორის ხეობაში მოქმედ რაზმ ”მონადირის” წევრები
შეიარაღებული დანაყოფის თავდაცვის სამინისტროდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში გადაყვანის შესაძლებლობას აპროტესტებენ. რაზმ ”მონადირის” მეთაურის მოადგილის, მაიორ ზურაბ გერლიანის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულმა განცხადებამ, თითქოს ”მონადირე” ”უსაქმურებითაა დაკომპლექტებული”, ხეობაში ვითარება უკიდურესად გაამწვავა. რაზმის წევრთა აზრით, ისინი, ვინც კოდორის ხეობაში საქართველოს იურისდიქცია შეინარჩუნა, მინისტრისგან, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალება, შეურაცხყოფას არ იმსახურებდნენ.
XS
SM
MD
LG