Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27 აპრილს შეიქმნა სპეციალური კომისია


27 აპრილს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც ქუთაისში, ხონში, ზესტაფონში, წყალტუბოში, სამტრედიასა და ვანში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი უნდა დათვალოს.

27 აპრილს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც ქუთაისში, ხონში, ზესტაფონში, წყალტუბოში, სამტრედიასა და ვანში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი უნდა დათვალოს.
წინასწარი ინფორმაციით, ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს მიაღწევს. ქუთაისში დაზარალებული 50-მდე ოჯახის დახმარების სურვილი დღეს საერთაშორისო ორგანიზაცია ”წითელმა ჯვარმა” გამოთქვა. იმერელი რეზერვისტები კი დილიდან წყალტუბოსა და ხონში დატბორილ მოსახლეობას კარ-მიდამოს გაწმენდაში ეხმარებოდნენ. წყალდიდობის გამო კვლავ უკიდურესად მძიმე ვითარებაა შექმნილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სადაც 100-მდე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადიდებულმა წყალმა ცაგერის რაიონში ხიდები წალეკა. ელექტროენერგია არ მიეწოდება რაიონის არც ერთ სოფელს. აღდგენითი სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება ლეჩხუმის რაიონში. დანგრეულია გზები, რის გამოც სოფლებში ტექნიკის გადაყვანა ვერ ხერხდება.
XS
SM
MD
LG