Accessibility links

logo-print

შეერთებულ შტატებში 89 წლის ასაკაში


შეერთებულ შტატებში 89 წლის ასაკაში გარდაიცვალა ფილიპ მორისონი,ატომური ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი.

შეერთებულ შტატებში 89 წლის ასაკაში გარდაიცვალა ფილიპ მორისონი,ატომური ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი.
მორისონი 40-იანი წლების დასაწყისში მონაწილეობდა ცნობილ ”მანჰეტენის პროექტში”, რის შედეგადაც შეერთებულ შტატებს ბირთვული იარაღი გაუჩნდა. მორისონის მონაწილეობით შეიქმნა პირველი ატომური ბომბები, რომლებიც იაპონიაში 1945 წელს ჩამოაგდეს. თუმცა, საბოლოოდ მეცნიერი ბირთვული განიარაღების მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი გახდა.
XS
SM
MD
LG