Accessibility links

logo-print

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების


ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთაგაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ მაიერსი მიიჩნევს,

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთაგაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ მაიერსი მიიჩნევს,
რომ შეიარაღებული თავდასხმების რაოდენობა ერაყში ბოლო კვირების განმავლობაში გაიზარდა და გაუთანასწორდა გასული წლის მონაცემებს. პენტაგონში ბრიფინგზე გამოსვლისას მეიერსმა კერძოდ განაცხადა: ”ვაანალიზებ რა ყველა მონაცემს, მე ვფიქრობ, რომ ერაყში მომხდარი თავდასხმების რაოდენობა იმავე დონეზეა, რაც იყო ერთი წლის წინ.” ამასთან, მაიერსის აზრით, კოალიციის ძალები თანდათან იმარჯვებენ ამბოხებულებზე. გენერლის თქმით, ექსტრემიზმის დამარცხების მთავარი საშუალება, პოლიტიკური სტაბილურობაა. სამშაბათს ერაყში, სამთვიანი დებატების შემდეგ, დასრულდა ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც ქვეყნის ყველა ძირითადი თემია წარმოდგენილი. მთავრობა შემადგენლობა ერაყის ნაციონალურმა ასამბლეამ უნდა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG