Accessibility links

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ტერორიზმის საფრთხის შესახებ აშშ-ის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ტერორიზმის საფრთხის შესახებ აშშ-ის
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გუშინ გავრცელებულ ყოველწლიურ მოხსენებაში საქართველოსთან მიმართებაში საგანგაშო არაფერია ნათქვამი. უცხო ქვეყნებში ტერორიზმის საფრთხის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაში კი აღნიშნულია, ტერორისტები საქართველოს კვლავაც სატრანზიტო ტერიტორიად იყენებენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განცხადებაში იმავდროულად დაფიქსირებულია ის სერიოზული პროგრესი, რომელსაც საქართველომ ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით მიაღწია. "დედამიწის ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ კუთხეში შეიძლება არსებობდეს ხვრელი, რომლითაც ისარგებლებენ ტერორისტები. ეს თუნდაც 11 სექტემბრის ტერაქტმა ცხადყო", -აღნიშნა ბურჯანაძემ. მან ქართულ მედიას მოუწოდა, სწორად შეაფასოს ამერიკის დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ვითარება გამოსწორდა. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესი".
XS
SM
MD
LG