Accessibility links

logo-print

იტალიაში პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის ახალმა


იტალიაში პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის ახალმა კაბინეტმა მისდამი ნდობის საკითხზე

იტალიაში პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის ახალმა კაბინეტმა მისდამი ნდობის საკითხზე
იტალიის სენატში გამართულ კენჭისყრაში გაიმარჯვა. ბერლუსკონი გასულ კვირაში გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, კაბინეტში ცვლილებების შესატანად - მას შემდეგ, რაც მისმა და მისი მოკავშირეების პარტიებმა მარცხი განიცადეს ადგილობრივ არჩევნებში. დღეს სენატში ნდობის საკითხზე კენჭისყრის დაწყებამდე ბერლუსკონიმ აღნიშნა, რომ არის მხოლოდ ბიზნესმენი: [ბერლუსკონის ხმა] “ჩემს თავს ნამდვილ პოლიტიკოსად ვერ ჩავთვლი. ვარ მხოლოდ ბიზნესმენი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიის გარკვეულ მომენტში წინა პლანზე გამოვიდა, რახან სხვა არავინ გამოჩნდა. მე აქ ვარ და მსურს, ბოლომდე მივიყვანო ჩემი თავგადასავალი - ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით: ჩემი გატაცება, ჩემი ენთუზიაზმი ამ ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში”, - აღნიშნა სენატში გამოსვლისას სილვიო ბერლუსკონიმ და დასძინა, რომ მისი კონსერვატიული კოალიციის ეკონომიკური პროგრამა ითვალისწინებს ბიზნესის სფეროში გადასახადების შემცირებას და იტალიის ღარიბ სამხრეთ ნაწილში მდგომარეობის გამოსწორებას.
XS
SM
MD
LG