Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზემო და ქვემო სვანეთში ადიდებულმა


ზემო და ქვემო სვანეთში ადიდებულმა მდინარეებმა დაანგრია ხიდები, გზები და სახლები.

ზემო და ქვემო სვანეთში ადიდებულმა მდინარეებმა დაანგრია ხიდები, გზები და სახლები.
500 ადამიანზე მეტ თავშესაფრის გარეშე დარჩა. მდინარე ენგურის ადიდების შედეგად ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში 10-მდე ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა. დატბორილია აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. წყალდიდობის გამო ქალაქ ბორჯომში მეწყერი ჩამოწვა. მობილიზებულია საგანგებო სამაშველო ჯგუფი და რეზერვისტები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს ლენტეხისა და ცაგერის რაიონების სტიქიით დაზარალებული სოფლები მოინახულა და უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას შეხვდა. ზურაბ ნოღაიდელმა ლენტეხისა და ცაგერის რაიონების გამგებლებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესასწავლად და სარეაბილიტაციო გეგმების შესამუშავებლად 10 დღის ვადა მისცა. როგორც ნოღაიდელმა განაცხადა, პირველ ეტაპზე სტიქიით დაზარალებულთათვის ხელისუფლება გზების აღდგენას და მოსახლეობის საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგებას გეგმავს. პრემიერის თქმით, უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას ახლომდებარე ტერიტორიებზე ჩაასახლებენ. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესი".
XS
SM
MD
LG