Accessibility links

დღეს ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო


დღეს ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ რუსეთი დახმარებას გაუწევს პალესტინელების უშიშროების ძალებს წვრთნისა და აღჭურვის მხრივ.

დღეს ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ რუსეთი დახმარებას გაუწევს პალესტინელების უშიშროების ძალებს წვრთნისა და აღჭურვის მხრივ.
ამავე დროს, მისი თქმით, ისრაელს არ უნდა აშფოთებდეს ამგვარი თანამშრომლობა. [პუტინის ხმა]. ვლადიმირ პუტინი დღეს პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. პრეს-კონფერენციაზე აბასმა აღნიშნა, რომ კარგი პირობებია შექმნილი მოსკოვში ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კონფერენციის მოსაწყობად. პუტინი ამ კონფერენციის ინიციატივით გამოვიდა ოთხშაბათს ეგვიპტეში, მაგრამ ინიციატივას ისრაელისა და აშშ-ის თავშეკავებული რეაქცია მოჰყვა. პუტინი აბასთან შეხვედრით ამთავრებს თავის 3-დღიან ტურნეს ახლო აღმოსავლეთში.
XS
SM
MD
LG