Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტმა აჰმეტ სეზერმა მოიწონა


თურქეთის პრეზიდენტმა აჰმეტ სეზერმა მოიწონა მთავრობის წინადადება, ერთი წლით გაგრძელდეს ნებართვა,

თურქეთის პრეზიდენტმა აჰმეტ სეზერმა მოიწონა მთავრობის წინადადება, ერთი წლით გაგრძელდეს ნებართვა,
რომლითაც შეერთებული შტატების ავიაციას თურქეთის ინჩირლიკის სამხედრო ბაზის გამოყენების უფლება აქვს. ამ ბაზას ამერიკა იყენებს ერაყსა და ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებათა ტრანსპორტირებისათვის. გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა აბდულა გიულმა განაცხადა, რომ ამერიკელებმა კვლავაც ყოველი გაფრენისთვის ანკარისგან უნდა ითხოვონ ნებართვა.

XS
SM
MD
LG