Accessibility links

logo-print

ვიეტნამში დღეს კომუნისტური ძალების მიერ


ვიეტნამში დღეს კომუნისტური ძალების მიერ ვიეტნამის ომში გამარჯვების 30-ე წლისთავი აღინიშნება.

ვიეტნამში დღეს კომუნისტური ძალების მიერ ვიეტნამის ომში გამარჯვების 30-ე წლისთავი აღინიშნება.
შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ ვიეტნამი 1973 წელს დატოვა. თუმცა, ვეტკონგმა, ანუ ვიეტნამელმა კომუნისტებმა, სამხრეთ-ვიეტნამის არმიის წინააღმდეგობა მხოლოდ 1975 წლის 30 აპრილს გატეხეს. ქალაქ ხო ში-მინში(ყოფილ საიგონში) საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. თუმცა, საზეიმო ღონისძიებები, წინ წლებთან შედარებით გაცილებით მოკრძალებული იყო. დროთა განმავლობაში, შეერთებული შტატები ვიეტნამის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად იქცა და ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ სურს მომავალისკენ იყურებოდეს.
XS
SM
MD
LG