Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შაბათს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შაბათს მესტიაში ჩავიდა, სადაც

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი შაბათს მესტიაში ჩავიდა, სადაც
სოფელი რაიონულ ცენტრს ისევ მოწყვეტილია. პრემიერ-მინისტრი სტიქიით დაზარალებულ რეგიონებს ადგილზევე ათვალიერებს. მესტიაში დაზიანებულია 500-ზე მეტი სახლი. მოსახლეობა სხვა სოფლებშია ევაკუირებული.ამასობაში, გრძელდება წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ საქართველოს მოსახლეობის დახმარება მთელი საქართველოს მასშტაბით. 50 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების პროდუქტითა და პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ორი ავტობუსი დღეს დილით დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გაემგზავრა. აშშ-ის საელჩომ ჰუმანიტარული საქონელი ჰიპერმარკეტ ”გუდვილში” შეიძინა. ამერიკის ელჩის რიჩარდ მაილსის განცხადებით, ანალოგიური აქცია რამდენიმე დღეში კვლავ განხორციელდება. სტიქიით დაზარალებული საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად 100 ათასი დოლარი გამოიყო, ზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განკარგულებით. როგორც ”პრაიმ-ნიუსს” საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში განუცხადეს, აზერბაიჯანიდან დაზარალებული მოსახლეობისთვის პირველადი დახმარების საგნებს გამოაგზავნიან. ჰუმანიტარული ტვირთი აზერბაიჯანიდან საქართველოში ორშაბათს გამოემართება. დაზარალებული მოსახლეობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო სტიქიით კამაზის ტიპის რვა ავტომანქანით ტანსაცმელს, საკვებს და პირველადი მოხმარების საგნებს გაგზავნის. ცაგერის, ლენტეხის, ამბროლაურის და ონის მოსახლეობას აღნიშნულ დახმარებას - ფქვილს, საწვიმარებს, თბილ ჩექმებს, ფარაჯებს, სიგარეტს, ჩაის და სხვა საკვებ პროდუქტებს, ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად დაურიგებენ.
XS
SM
MD
LG