Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყნის


ერაყის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სამხრეთით აღმოჩენილია მასობრივი სამარხი,

ერაყის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სამხრეთით აღმოჩენილია მასობრივი სამარხი,
რომელშიც სულ მცირე 1500 მოკლული ქურთის ცხედარი იმყოფება. ერაყის ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრის ბახტიარ ამინის თქმით, სამარხიდან ამოსვენებულია 113 ცხედარი, უმრავლესობა - ქალები და ბავშვები არიან.”ისინი, ძირითადად, ქალები და ბავშვები არიან. მხოლოდ 5 მათგანია მამაკაცი. ისინი ქურთები არიან. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ისინი ყველანი - იმ ოპერაციის მსხვერპლი არიან, რომელიც ქურთების წინააღმდეგ, სადამ ჰუსეინის რეჟიმმა 1988 წელს განახორციელა.” განაცხადა ერაყის ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრმა ბახტიარ ამინმა.
XS
SM
MD
LG