Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერაყში მომხდარი თავდასხმების შედეგად


დღეს ერაყში მომხდარი თავდასხმების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა.

დღეს ერაყში მომხდარი თავდასხმების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა.
ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო ქალაქ ტალ აფარში, ჩრდილოეთ ერაყში, სადაც თვითმკვლელმა მძღოლმა ხალხმრავალ ადგილას აიფეთქა თავი ქურთი ლიდერის დაკრძალვაზე. თავდასხმები მოხდა ბაღდადსა და მის გარეუბანში. ბაღდადსა და მის შემოგარენში დაპატიმრებულია 11 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, მარგარეტ ჰასანის მკვლელობაში. ჰასანი ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი იყო. იგი მეამბოხეებმა 19 ოქტომბერს გაიტაცეს და მალევე მოკლეს.
XS
SM
MD
LG