Accessibility links

logo-print

იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ საკუთარ


იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს იტალიის სპეცსამსახურების თანამშრომლის, ნიკოლა კალიპარის სიკვდილთან დაკავშირებით.

იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს იტალიის სპეცსამსახურების თანამშრომლის, ნიკოლა კალიპარის სიკვდილთან დაკავშირებით.
კალიპარი 4 მარტს დაიღუპა ერაყში მას მერე, რაც მანქანას, რომელშიც იგი იმყოფებოდა, ამერიკის ჯარისკაცებმა ესროლეს საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან. მანქანაში იმყოფებოდა აგრეთვე იტალიელი ჟურნალისტი ქალი ჯულიანა სგრენა, რომელიც ადრე მეამბოხეებს ჰყავდათ გატაცებული. კალიპარიმ მის განთავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა. შაბათს ერაყში ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა ინციდენტთან დაკავშირებული გამოძიების შედეგები. სამხედროები, რომელთაც ცეცხლი გახსნეს, უდანაშაულოდ იქნენ მიჩნეული. იტალიის მხარე აცხადებს, რომ არ აკმაყოფილებს გამოძიების შედეგები.
XS
SM
MD
LG