Accessibility links

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ძიუნიჩირო კოიზუმი ევროკავშირის


იაპონიის პრემიერ-მინისტრი ძიუნიჩირო კოიზუმი ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ძიუნიჩირო კოიზუმი ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდებს
არ გააუქმონ ჩინეთის მიმართ დაწესებული ემბარგო იარაღზე. ორშაბათს ლუქსემბურგში იაპონია-ევროკავშირის სამიტი დაიწყო და კოიზუმიმაც სწორედ ამ ფორუმზე გააკეთა ეს განცხადება. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ჟან-კლოდ იუნკერმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ ევროკავშირის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ემბარგოს მოხსნა არ ნიშნავს, რომ ჩინეთში იარაღის ექსპორტის ზრდა საფრთხეს შეუქმნის აზიას: [იუნკერის ხმა] "გვსურს ნათელი მოვფინოთ ევროკავშირის განზრახვას: თუკი ევროკავშირი შეძლებს ჩინეთის მიმართ იარაღზე დაწესებული ემბარგოს მოხსნაზე შეთანხმების მიღწევას, ამის შედეგი არ იქნება ჩინეთში იარაღის ექსპორტის ისე გაზრდა, რომ ამან საფრთხე შეუქმნას ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოებას, ან წინააღმდეგობაში მოვიდეს მათ უასფრთხოების პრინციპებთან". ევროკავშირი-იაპონიის სამიტზე განიხილება ექსპერიმენტული ბირთვული სინთეზის რეაქტორის შექმნის საკითხი. იაპონია, სამხრეთი კორეა და შეერთებული შტატები ასეთი რეაქტორის იაპონიაში აგებას ემხრობიან. ჩინეთს, რუსეთსა და საფრანგეთს კი მისი საფრანგეთში აშენება სურთ.
XS
SM
MD
LG