Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ოპოზიციური კოალიცია აცხადებს, რომ


აზერბაიჯანის ოპოზიციური კოალიცია აცხადებს, რომ ის იბრძვის დევნილობაში მყოფი პოლიტიკოსების

აზერბაიჯანის ოპოზიციური კოალიცია აცხადებს, რომ ის იბრძვის დევნილობაში მყოფი პოლიტიკოსების
დაბრუნებისთვის, იმისათვის, რომ მათაც მიეცეთ ნოემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ელდარ ნამაზოვი ე.წ. "ახალი პოლიტიკის" ბლოკის ლიდერმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ, თუკი ხელისუფლება მოუხსნის ბრალდებას, მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს აიაზ მუთალიბოვი, პოსტ-საბჭოთა აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტი. მუთალიბოვს ხელისუფლება გასული საუკუნის 90-იან წლებში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში სდებს ბრალს. ნამაზოვი აცხადებს, რომ "ახალი პოლიტიკის" ბლოკი მხარს დაუჭერს რასულ ყულიევს, აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტიის დევნილ ლიდერს, თუკი მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებაც მოიხსნება. მას კორუფციაში ედება ბრალი.
XS
SM
MD
LG