Accessibility links

დღეს, ბაღდადში მოწყობილი სამი აფეთქების


დღეს, ბაღდადში მოწყობილი სამი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა.

დღეს, ბაღდადში მოწყობილი სამი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა.
ერთი აფეთქება ბაღდადის ხალხმრავალ სავაჭრო ქუჩაზე მოხდა და მას ცხრა სამოქალაქო პირი ემსხვერპლა; მეორე – ბაღდადის ჩრდილოეთ გარეუბანში. ამ აფეთქებას შემთხვევით გადაურჩა ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, გენერალი რაშიდ ფლაიჰი; მესამე აფეთქება პოლიციის პატრულის წინააღმდეგ იყო მიმართული, ის ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელდა. დღესვე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სამხრეთ ერაყში მომხდარი შეტაკების შედეგად ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ძალადობის ახალი ტალღის შეჩერების მიზნით, აშშ-ისა და ერაყის სამხედრო მოსამსახურეებმა ბაღდადსა და მის გარეუბნებში რამდენიმე რეიდი განახორციელეს, რის შედეგადაც დაკავებულ იქნა 84 საეჭვო პირი. დღესვე, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა დაგმო ერაყში გახშირებული ძალადობის აქტები, რომლებსაც პარასკევიდან მოყოლებული 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG