Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ნიუ იორკის შტაბ-ბინაში გაიხსნა


გაეროს ნიუ იორკის შტაბ-ბინაში გაიხსნა კონფერენცია, რომლის მონაწილეები

გაეროს ნიუ იორკის შტაბ-ბინაში გაიხსნა კონფერენცია, რომლის მონაწილეები
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების საკითხებს განიხილავენ. კერძოდ, 190-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ სრულდება ხელშეკრულება. კონფერენციის გახსნაზე გამოსვლისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ზოგიერთი ქვეყანა გაუვრცელებლობის რეჟიმის სერიოზულ დარღვევაში დაადანაშაულა. ექსპერტთა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ჩრდილოეთი კორეისა და ირანის ბირთვული პროგრამები. ფხენიანი ხელშეკრულებიდან 2003 წელს გავიდა, ხოლო თეირანი, შეერთებული შტატების აზრით, ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.
XS
SM
MD
LG