Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა უახლოეს მომავალში უნდა გასცეს


ირანმა უახლოეს მომავალში უნდა გასცეს პასუხი ევროპის კავშირის წინადადებას,

ირანმა უახლოეს მომავალში უნდა გასცეს პასუხი ევროპის კავშირის წინადადებას,
შეწყვიტოს ურანის გამდიდრების პროგრამა ეკონომიკური დახმარებისა და სხვა დათმობების სანაცვლოდ. საბოლოო სიტყვა ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ უნდა თქვას. დღეს სამხრეთი ირანის ქალაქ კერმანში ხამენეიმ შეერთებული შტატების შესახებ განაცხადა: [ხამენეის ხმა] "ამერიკა ეუბნება ჩვენს ქვეყანას და ბევრ სხვ ქვეყანასაც: "თქვენ ნურაფერს გადაწყვეტთ, გადაწყვეტილებას თქვენს მაგივრად ჩვენ მივიღებთო. ნუ გამოიყენებთ თქვენს რესურსებს, რომ მათი გამოყენება ჩვენ შევძლოთო". ჩვენმა ქვეყანამ აჩვენა, რომ ასეთი მუქარის პასუხად, ამერიკული დიქტატურის სასტიკი სახის წინაშე, მას შეუძლია მუშტმოღერებულმა განაცხადოს: "იმას, ვინც ჩვენს დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას დაემუქრება, ყბაში მუშტი მოხვდება."
XS
SM
MD
LG