Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლების


ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები აკრიტიკებენ მთავრობებს

ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები აკრიტიკებენ მთავრობებს
აღმოსავლეთ ევროპაში და აზიაში. ორგანიზაცია “რეპორტიორები უსაზვრებოდ”, რომელიც პარიზშია დაფუძნებული, დღეს გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ერაყი რჩება მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ქვეყნად ჟურნალისტებისათვის: შარშან იქ 19 ჟურნალისტი მოკლეს, 12 გაიტაცეს. პრესის თავისუფლების დამცველი ორგანიზაცია რუსეთს, ბელორუსიას, ყაზახეთს, თურქმენეთს, უზბეკეთს - კერძოდ, ამ სახელმწიფოების ლიდერებს ადანაშაულებს პრესის თავისუფლების შეზღუდვაში. ხოლო ლონდონში დაფუძნებული "ამნესტი ინტერნეშენალი" - ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია - დღეს გავრცელებულ პრეს-რელიზში აკრიტიკებს ზოგ მთავრობას ევროპაში, შუა აზიაში. ამ ანგარიშში რუსეთი, ბელორუსია, თურქეთი და თურქმენეთი არიან მოხსენიებული იმ ქვეყნების რიგში, რომლებშიც გავრცელებულია სამოქალაქო უფლებებით მოსარგებლე ადამიანების დევნა მთავრობის მიერ. და კიდევ ერთი ორგანიზაციის ანგარიში - "პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი" იუწყება, რომ მსოფლიოს ყველა რეგიონში არიან მთავრობები, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუშალონ მასმედიის მუშაობას.
XS
SM
MD
LG