Accessibility links

ირანმა დღეს განაცხადა, რომ მალე


ირანმა დღეს განაცხადა, რომ მალე განაახლებს გარკვეულ ნაწილს ბირთვული პროგრამისა, რომელიც შეჩერებული აქვს

ირანმა დღეს განაცხადა, რომ მალე განაახლებს გარკვეულ ნაწილს ბირთვული პროგრამისა, რომელიც შეჩერებული აქვს
ევროკავშირთან შეთანხმების საფუძველზე. თუმცა, თეირანში გაიმართულ პრეს-კონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივან ჰამიდ რეზა ასეფის განცხადებით, არ განახლდება ურანის გამდიდრება და იმავდროულად, გაგრძელდება ევროკავშირთან მოლაპარაკება. [ასეფის ხმა]
“ევროკავშირთან მოლაპარაკება გრძელდება - ამ მოლაპარაკებას კიდევ გავაგრძელებთ. სანამ მოლაპარაკება გრძელდება, ურანის გამდიდრება შეჩერებულია. ამჟამად არ არის ლაპარაკი ურანის გამდიდრების განახლებაზე - არ გვინდა ამის გაკეთება. მაგრამ ლაპარაკია პროგრამის გარკვეული ნაწილის განახლებაზე: თუ რომელ ნაწილზე - ამის შესახებ მომავალში გამოვაცხადებთ.” ირანი შარშან დაყაბულდა ბირთვულ საწვავთან დაკავშირებული ყველა პროგრამის შეჩერებას. უცხოეთში შიშობენ, რომ ირანი, შესაძლოა, ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობდეს. ირანი კი ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ ენერგეტიკის სფეროს ემსახურება. ამჟამად ირანი უკმაყოფილებას გამოთქვამს ევროკავშირთან მოლაპარაკებით, რომელშიც ევროკავშირი მას ჰპირდება სავაჭრო და სხვა სფეროებში ხელსაყრელი გარიგებებით ერთგვარ “დაჯილდოვებას”, თუ მიიღებს გარანტიებს, რომ ირანი უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნაზე.
XS
SM
MD
LG