Accessibility links

logo-print

ბაღდადში გაიმართა ერაყის ახალი მთავრობის


ბაღდადში გაიმართა ერაყის ახალი მთავრობის ინაუგურაცია. მთავრობას სათავეში უდგას პერმიერ-მინისტრი იბრაჰიმ ჯააფარი.

ბაღდადში გაიმართა ერაყის ახალი მთავრობის ინაუგურაცია. მთავრობას სათავეში უდგას პერმიერ-მინისტრი იბრაჰიმ ჯააფარი.

ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ მომხდარს ისტორიული უწოდა
(თალაბანის ხმა)
“ამ ისტორიულ დღეს, ჩვენ ერაყის პირველი მთავრობა გამოვაცხადეთ, რომელიც დაამტკიცა ერაყის ეროვნულმა ასამბლეამ, რომელიც დემოკრატიულად აირჩიეს, მე დღეს მადლობას ვუხდი ერაყის ხალხს, და მივულოცავ იბრაჰიმ ჯაფაარის და მის დებს და ძმებს კაბინეტში, და ვიმედოვნებ, რომ მათ წარმატება ექნებათ თავიანთ საქმეში”.
ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, დაახლოებით, 3 თვეში არჩევნებიდან, რომლებიც პირველად გაიმართა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ. მთავრობის შემადგენლობა კი 1 კვირის წინ წარადგინეს. ამასთან, 5 მინისტრისა და 2 ვიცე-პრემიერის პოსტები ჯერ შეუვსებელი რჩება. სულ დამტკიცებული არიან 27 მინისტრი, 2 ვიცე-პრემიერი და თვით პრემიერ-მინისტრი ჯააფარი.
XS
SM
MD
LG