Accessibility links

მთიან რაიონებში მოსახლეობის შესანარჩუნებლად, საქართველოს


მთიან რაიონებში მოსახლეობის შესანარჩუნებლად, საქართველოს მთავრობა

მთიან რაიონებში მოსახლეობის შესანარჩუნებლად, საქართველოს მთავრობა
საგანგებო ღონისძიებების გატარებას გეგმავს. დღეს მთავრობის სხდომაზე სპეციალური სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელიც ამ ღინისძიებების დაგეგმვაზე იმუშავებს. სამთავრობიო კომისია მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებს და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი უხელმძღვანელებს. როგორც დღეს მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ჯამბულ ბაკურაძემ განაცხადა, ახლად შექმნილი კომისია პირველ რიგში მკაფიოდ განსაზღვრავს მაღალმთიანი რაიონის ცნებას. მისივე თქმით, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ იქ საცხოვრებლად ნორმალური პირობები შეიქმნას. ღონისძიებები, საქართველოს ბიუჯეტიდან და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსდება.
XS
SM
MD
LG