Accessibility links

logo-print

დიდ ბრიტანეთში - წინასაარჩევნო კამპანიის


დიდ ბრიტანეთში - წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეა.

დიდ ბრიტანეთში - წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეა.
მოქმედი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი იმედოვნებს, რომ შეინარჩუნებს მთავრობის მეთაურის პოსტს. თუკი ეს მოხდება, ბლერი გახდება ლეიბორისტური პარტიის პირველი ლიდერი, რომელიც ზედიზედ მესამედ უხელმძღვანელებს კაბინეტს. როგორც უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, ლეიბორისტები კვლავინდებურად უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობენ, ვიდრე ოპოზიციური პარტიები. ოპოზიცია მკაცრად აკრიტიკებს ტონი ბლერს ერაყის სამხედრო ოპერაციაში დიდი ბრიტანეთის მონაწილეობის გამო. რაზეც ბლერმა განაცხადა: ”ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ერაყში განსაკუთრებული სამუშაოები შეასრულეს - მათ ამ ქვეყანაში დემოკრატიის დამყარებას შეუწყვეს ხელი. მე სრულად ვიზიარებ მათ დარდსა და ტკივილს, ვინც ერაყში ახლობელი დაკარგა, მაგრა ისინი - თავის ვალს ასრულებდნენ. ” არჩევნები დიდ ბრიტანეთში 5 მაისს იმართება.
XS
SM
MD
LG