Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა კიდევ


საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ფრანგებს,

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ფრანგებს,
მხარი დაუჭირონ ევროკავშირის კონსტიტუციას 29 მაისს დაგეგმილ რეფერენდუმზე. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, შირაკის აზრით, საფრანგეთი და მთელი ევროპა მთლიანობაში ძალიან ბევრს დაკარგავენ. ”ეს იქნება მეტისმეტად რთული მომენტი ჩვენი ქვეყნისათვის. საფრანგეთი ამ თამამი, მოწინავე წამოწყებიდან დასუსტებული გამოვა - საკუთარი ინტერესებისა და ფასეულობების დაცვის თვალსაზრისით. მეტიც - იგი პასუხისმგებელი იქნება საერთოევროპული ბაზისური კანონმდებლობის შექმნის 50 წლიანი მცდელობის ჩავარდნაში. დიახ, ეს იქნება ნამდვილი ჩავარდნა.”განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად, ფრანგების თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ არ სჭირდებათ ევროკავშირის კონსტიტუცია. კონსტიტუცია მიღებული არ იქნება, თუკი ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყანა უარს იტყვის მის დამტკიცებაზე.
XS
SM
MD
LG