Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით ებრაელი და არაებრაელი შეიკრიბა


ათასობით ებრაელი და არაებრაელი შეიკრიბა სამხრეთ პოლონეთში, ოსვენციმის

ათასობით ებრაელი და არაებრაელი შეიკრიბა სამხრეთ პოლონეთში, ოსვენციმის
საკონცენტრაციო ბანაკისკენ მსვლელობაში, ჰოლოკოსტში დაღუპული მილიონობით ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად. ე.წ. "სიცოცხლის მარშის" მონაწილეთა შორის იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი, რომელსაც ჰოლოკოსტში გადარჩენილი 20 ადამიანი ახლდა თან. მსვლელობაში მონაწილეობდნენ უნგრეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებიც. მარშის ორგანიზატორების თქმით, მასში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ნაცისტების მიერ მოწყობილ ჰოლოკოსტში 6 მილიონამდე ებრაელი დაიღუპა. ოსვენციმ-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი ყველაზე დიდი იყო ამგვარ ბანაკებს შორის. მასში დახლოებით ერთი მილიონი ებრაელი განადგურდა.
XS
SM
MD
LG