Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
არ ჩავა მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 60 წლისთავთან დაკავშირებულ დღესასწაულზე დასასწრებად. ზურაბიშვილმა მოსკოვში თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან გამართა მოლაპარაკებები რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხზე. მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ბაზების გატანის საკითხში რაიმე წინსვლა ვერ იქნა მიღწეული. გუშინ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბაზების გატანა 2008 წლისთვის უნდა დასრულდეს. ვინაიდან ბაზების საკითხში წარმატებას ვერ მივაღწიეთ, საქართველოს პრეზიდენტი არ ჩავა რუსეთში 9 მაისის საზეიმო ცერემონიაზე.
XS
SM
MD
LG