Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში


დიდ ბრიტანეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა ლეიბორისტულმა პარტიამ, რაც პირველი შემთხვევაა ქვეყნის ისტორიაში.

დიდ ბრიტანეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა ლეიბორისტულმა პარტიამ,
რაც პირველი შემთხვევაა ქვეყნის ისტორიაში.
თუმცა, თემთა პალატაში ლეიბორისტთა უმრავლესობა თითქმის ორჯერ შემცირდა. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში ოპოზიცია მძაფრად აკრიტიკებდა პრემიერს ერაყის სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერისთვის, მაგრამ ამომრჩეველთათვის, როგორც ჩანს, გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა ეკონომიკის სფეროში მიღწეული წარმატებები. დღეს, დედოფალ ელისაბედ მეორესთან შეხვედრის შემდეგ, ლეიბორისტთა ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა განაცხადა: [ტონი ბლერის ხმა] "ვიცი, რომ ერაყის სამხედრო ოპერაციაში ჩვენმა მონაწილეობამ ბრიტანეთის საზოგადოება გახლიჩა. მაგრამ ასევე ვიცი, რომ ამ არჩევნების შემდეგ ბრიტანელ ხალხს წინსვლა უნდა. მას უნდა, იფიქროს როგორც ერაყის, ისე საკუთარი ქვეყნის მომავალზე." მსოფლიოს ლიდერები ბლერს გამარჯვებას ულოცავენ.
XS
SM
MD
LG