Accessibility links

ერაყის ქალაქ სუვაირაში, ხალხმრავალი ბაზრის


ერაყის ქალაქ სუვაირაში, ხალხმრავალი ბაზრის ტერიტორიაზე,

ერაყის ქალაქ სუვაირაში, ხალხმრავალი ბაზრის ტერიტორიაზე,
თვითმკვლელი მოიერიშის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა 20, ხოლო დაშავდა 40-მდე ადამიანი. ამ ცნობას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა, მაიორმა ჯეს ჰეისმა ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა ვერ დააზუსტა, აფეთქება მართლაც თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო თუ არა. დღესვე, უფრო ადრე, ქალაქ თიქრითის მახლობლად მომხდარმა აფეთქებამ შვიდი ერაყელი პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა. კიდევ რვა ადამიანი დაშავდა. დღესვე ბაღდადში აღმოაჩინეს 14 ადამიანი გვამი. ისინი, როგორც ჩანს სიკვდილით დასაჯეს.
XS
SM
MD
LG