Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს ლატვიის დედაქალაქს სტუმრობდა. მან იქ განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს ლატვიის დედაქალაქს სტუმრობდა. მან იქ განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის
დასასრულმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს ოკუპაცია და კომუნისტური ჩაგვრა მოუტანა. მან, რიგაში ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის პრეზიდენტებთან სამიტის შემდეგ თქვა, რომ ამერიკელებს გულთან ახლო მიაქვთ ბალტიისპირელთა ტკივილი. (ბუშის ხმა) “მე კარგად მესმის, რომ ომის დასრულებამ დასავლეთ ევროპაში მშვიდობა, მაგრამ
ბალტიისპირეთში ოკუპაცია და კომუნისტური ჩაგვრა მოიტანა. და ამერიკელ ხალხი არასოდეს დაივიწყდება, რომ ამას ოკუპაცია და კომუნისტური ჩაგვრა მოჰყვა. ჩვენ თქვენს ტკივილს ვაცნობიერებთ”.
ბუშმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ინტერესს წარმოადგენს, მის მეზობელ ქვეყნებში დემოკრატია იყოს. ბუშმა დღესვე თქვა, რომ ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის ბატონობა აღმოსავლეთი ევროპაში ისტორიის ერთ-ერთი დიდი შეცდომა იყო. ბუშისვე თანახმად, იალტის კონფერენციამ, რომელშიც საბჭოთა კავშირი, ბრიტანეთი და აშშ მონაწილეობდა, სტაბილურობის მიზნით მშვიდობა მოუტანა, მაგრამ ევროპა გაყოფილი და არასტაბილური დატოვა.
პრეზიდენტ ბუშს ლატვიის უმაღლესი ჯილდო გადასცა პრეზიდენტმა ვაირა ვიკე ფრაიბერგამ. ორშაბათს ბუში მოსკოვში ჩავა და ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებისადმი მიძღვნილ ზეიმში მიიღებს მონაწილეობას.
ვიკე ფრაიბერგა ერთადერთი ბალტიისპირელი პრეზიდენტია, რომელიც 9 მაისს მოსკოვში ჩავა.
XS
SM
MD
LG