Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 9


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 60

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 60
წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას არ დაესწრება.როგორც მიხეილ სააკაშვილმა თბილისში განაცხადა, საქართველოში რუსეთის ბაზების ყოფნა არც საქართველოს აძლევს ხელს, არც რუსეთს. ბაზები, სააკაშვილის თქმით, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ბოლო გადმონაშთს წარმოლადგენს. მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში მოხერხება ამ საკითხის მოგვარება. საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი ცივილიზებულდ უნდა გადაწყდეს. ქვეყნის ხელისუფლება არ აპირებს რაიმე სახის არალეგიტიმური ზეწოლის განახორციელებას - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. საგანგებო გაცხადებაში პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ ვითარებაში, როცა ორ ქვეყანას შორის მოუგვარებელია, ძალიან რთულია საუბარი მოსკოვში ჩასვლაზე. პრეზიდენტმა ყველას მიულოცა მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღე და თქვა, რომ რუსეთის პრზეიდენტთან ამ თემაზე საუბარი ჰქონდა, და რომ ის საქართველოს პოზიციას გაგებით მოეკიდა.
XS
SM
MD
LG