Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს საღამოს მოსკოვში შეხვდა თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს საღამოს მოსკოვში შეხვდა თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს.
ბუში მონაწილეობას იღებს მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-60 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიაში. ორ ლიდერს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა პუტინის აგარაკზე. პუტინმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ბუშის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მან ძალიან ფართო თანამშრომლობაზე ისაუბრა. ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ ინტერესით მოელის ნაცისტური გერმანიის დამარცხების 60 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმს. მან განსაკუთრებით აღნიშნა მეორე მსოფლიო ომში რუსი ხალხის მიერ შეტანილი წვლილი.
XS
SM
MD
LG